12-15 მაიისს შავი ზღვის ქვეყნების რევმატოლოგთა კონფერენცია

2022 წ 12-15 მაიისს იმართება შავი ზღვის ქვეყნების რევმატოლოგთა კონფერენცია.
კონფერენცია წარმოადგენს თურქეთის რევმატოლოგიის საზოგადოებისა და საქართველოს რევმატოლოგიის ასოციის პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომლის მიზანია, შავი ზღვის ქვეყნებში რტევმატოლოგიის დარგში მოღვაწე კლინიცისტებსა და მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარება და მათი შემდგომი თანამშრომლობისათვის ხელშწეყობა.
სამეცნიერო პროგრამა მოიცავს კლინიკური და საბაზისო კვლევების მიხედვით მომზადებულ ლექციებს, რევმატიული დაავადებების მათ შორის რეგიონალური დაავადებების მკურნალობას, ზეპირ პრეზენტაციებს, კლინიკური შემთხვევების განხილვას, დისკუსიას.
კონფერენციის სამუშაო ენა -ინგლისური, უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულად.
დაწვრილებით ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიოთ კონფერენციის საიტზე,
სიახლეებს თვალი მიადევნეთ ინსტაგრამზე:
@blacksearheumatology
უნდა აღინიშნოს რომ დელეგატებისათვის საქართველოდან მოქმედებს სპეციალური ფასი.
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას სიცოცხლით სავსე ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აქ თითოეული მონაწილე მიიღებს საინტერესო სამეცნიერო და კულტურული გამოცდილებას.
პატივისცემით,
საქართველოს რევმატოლოგიის ასოციაცია.