
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
1979 წელს, აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის ძალისხმევით დაფუძნდა რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულიცენტრი.
1980 წელს ცენტრის თაოსნობით დაარსდა რევმატოლოგთა საზოგადოება, რომელიც დღეს რევმატოლოგიის ასოციაციის სახელწოდებითაა ცნობილი.
ვლადიმერ წითლანაძე იყო ასოციაციის პრეზიდენტი და ცენტრის ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლომდე (1998 წ). ამჟამად ასოციაციის პრეზიდენტი და რევმატოლოგიის ცენტრის დირექტორი არის ელენე (დოდო) ქართველიშვილი - პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი .
ასოციაციის წევრების მიერ დაარსდა ექიმ-რევმატოლოგთა სკოლა-სემინარი, სადაც წლების მანძილზე უსასყიდლოდ ამზადებდნენ რევმატოლოგთა კადრებს.
დაიწყო სამეცნიერო კვლევები:
- კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური თავისებურებების შესწავლა საქართველოს სხვადასხვა პოპულაციებსა და კლიმატო-გეოგრაფიულ ზონებში,
- დაავადებათა დიაგნოსტიკური კრიტერიუმების, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდებისა და კომპლექსური სქემების შემუშავება.
1995 წლიდან ასოციაცია ხდება ევროპის ანტირევმატული ლიგის (EULAR-ის) წევრი.
1998 წელს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე გაიხსნა რევმატოლოგიის დიპლომის შემდგომი განათლების კათედრა, რომელიც შემდგომში შევიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
რევმატოლოგიის აქტუალური საკითხების ირგვლივ გამოქვეყნებულია 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაცულია 30 კანდიდატისდა 5 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დისერტაცია.
1979
აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის ძალისხმევით დაფუძნდა რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულიცენტრი.
1980
ცენტრის თაოსნობით დაარსდა რევმატოლოგთა საზოგადოება, რომელიც დღეს რევმატოლოგიის ასოციაციის სახელწოდებითაა ცნობილი.
1998- დან დღემდე
ასოციაციის პრეზიდენტი და რევმატოლოგიის ცენტრის დირექტორი არის ელენე (დოდო) ქართველიშვილი - პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი .
1995
ასოციაცია ხდება ევროპის ანტირევმატული ლიგის (EULAR-ის) წევრი.
1998წ
სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე გაიხსნა რევმატოლოგიის დიპლომის შემდგომი განათლების კათედრა, რომელიც შემდგომში შევიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
2016
GRA რევმატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
სიახლეები
ხშირად დასმული კითხვები?

რა განსხვავებაა ართრიტსა და ართროზს შორის
ართროზი პროცესია რომლის დროსაც დროთა განმავლობაში , ასაკთან , ჰორმონალურ ცვლილებებთან ან ტრავმის შედეგად დეფორმირდება და ცვდება ხრტილოვანი ქსოვილი რომელიც ფარავს ძვლებს, უზრუნველყოფს მოძრაობას , ამორტიზაციას სახსარში .
ართრიტი- ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც არის შედეგი ადამიანის საკუთარი იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაციის , პროცესში ხშირად ჩართულია რამოდენიმე სახსარი და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილები.
ართრიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
1. სახსრების ტკივილი და შებოჭილობა დასვენების ან უმოქმედობისას,განსაკუთრებით დილით
2. სახსრის და მის ირგვლივ კანის შეშუპება, სიწითლე , ტემპერატურის მომატებბა ადგილობრივად
არაანთებით რევმატულ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია:
• ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (კისრის, ზურგის, წელის ტკივილი)
• ოსტეოართრიტი (მუხლები, თეძოები, ხელები)
• ოსტეოპოროზი
• ფიბრომიალგია
ანთებით რევმატულ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირია:
• რევმატოიდული ართრიტი
• მაანკილოზებელი სპონდილიტი
• რეაქტიული ართრიტი
• შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები
• რევმატული პოლიმიალგია
რამდენი დრო სჭირდება ზუსტი დიაგნოზის დასმას?
ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე ვიზიტი სწორი დიაგნოზის მიღწევამდე.
დღეს არსებობს მრავალი განსხვავებული სამკურნალო პრეპარატი, არის თუ არა ზოგიერთი სხვაზე ეფექტური?
არ არსებობს არც ერთი წამალი ან მკურნალობის მეთოდი , რომელიც აუმჯობესებს მდგომარეობას ყველასთვის ერთნაირად . არსებობს მკურნალობის ვარიანტები რომელიც ხელს უწყობს ტკივილის მართვას, ართრიტის სიმპტომების კონტროლს და სახსრების დაზიანების ან დეფორმაციის შემცირებას.
არსებობს თუ არა გაიდლაინები მკურნალობის და დაავადების მართვისთვის რევმატოლოგიაში?
ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვეყრდნობით EULAR - რევმატოლოგთა ასოციაციების ევროპული ალიანსის და ACR რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციებს და გაიდლაინებს, რაც შეეხება საქართველს გაიდლაინებს ეტაპობრივად მიმდინარეობს აღნიშნული რეკომენდაციების ნაციონალიზაცია.
შესაძლებელია თუ არა განიკურნო რევმატული დაავადებისგან ?
ეს არის მკურნალობის საბოლოო მიზანი. თუმცა სამწუხაროდ უფრო რეალისტური მიზანია კლინიკური მედიკამენტოზური რემისია. შემდეგი ეტაპი კი არის რემისია წამლების გარეშე და ეს ასევე არის სულ უფრო რეალისტური ამბიცია.
უნდა აღინიშნოს, რომ სახსრის დაზიანების შემდეგ, ეს დაზიანება დიდწილად შეუქცევადია
არსებობს თუ არა რევმატული დაავადების რისკის შესამცირებლად რაიმე გზა?
ინფორმირებულობა და ადრეული მიმართვა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალანსებული დიეტა და ვარჯიში ყოველთვის რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის დაავადების პროფილაქტიკისთვის.
რევმატული დაავადებები

როგორ ხდება რევმატული დაავადების დიაგნოსტირება? რა სახის კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებია საჭირო?
რევმატული დაავადების საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია სამედიცინო ისტორიის შეფასებით, ფიზიკური გამოკვლევით , ლაბორატორიული ანალიზების და საჭიროებისას რენტგენის, ექოსკოპიის შეფასებით.
ანთებითი რევმატულ დაავადების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მოიცავს შემდეგს:
• სახსრების მუდმივი ტკივილი
• ანთება, რომელიც ვლინდება სახსრების შეშუპებით, შებოჭილობით, სიწითლე და/ან სიცხე
• სახსრის დეფორმაცია
• სახსრის მოძრაობის დიაპაზონის ან მოქნილობის დაკარგვა
• უკიდურესი დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, სისუსტე ან სისუსტის შეგრძნება.
* მაღალი ლაბორატორიული აქტივობა
რესურსები

რეკომენდაციები SARS-CoV-2 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით
ღია ტექსტი გამოიყენება კრიპტოგრაფიაში იმ ინფორმაციის აღსანიშნავად, რომელსაც გამგზავნი გადასცემს მიმღებს.

ცნობიერების ამაღლების დღეები
ღია ტექსტი გამოიყენება კრიპტოგრაფიაში იმ ინფორმაციის აღსანიშნავად, რომელსაც გამგზავნი გადასცემს მიმღებს.