GEO ENG
რეკომენდაციები SARS-CoV-2 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

რეკომენდაციები SARS-CoV-2 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

 

 

 

 

 

   COVID-19 ვაქცინის კლინიკური გაიდლაინის  შეჯამება

რევმატული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის

                   შექმნილია ACR COVID-19 ვაქცინის კლინიკური ხელმძღვანელობის სამუშაო ჯგუფის მიერ

 

 

ეს რეზიუმე თავდაპირველად დამტკიცდა ACR-ის დირექტორთა საბჭოს მიერ 2021 წლის 8 თებერვალს და განახლდა 2021 წლის 4 მარტს, სრული ნაშრომი  გამოქვეყნდა Arthritis &,  Rheumatology-ში 2021 წლის 24 მაისს, ხოლო განახლებული რეკომენდაციები ასაკობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ვაქცინებს შორის პრეფერენციებსა და გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ასევე   პრევენციული ღონისძიებები დაემატა ამ შეჯამებას ეტაპობრივად .  

 

 

 

გთავაზობთ 27 ოქტომბრის განახლებულ რეკომენდაციების თარგმანს .

ცხრილი N1

ყველა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი , მათ შორის რევმატოლოგი  პასუხისმგებელია რევმატული დაავადების მქონე პაციენტთან  განიხილოს, მასთან ერთად შეაფასოს და ერთად მიიღონ გადაწყვვეტილება COVID-19 ვაქცინის ჩატარებასთან დაკავშირებით

ძლიერი-ზომიერი

ასაკის , სქესის, დაავადების მიმდინარეობის და მკურნალობის გათვალისწინებით აუტოიმუნური და ანთებითი რევმატული დაავადებების მქონე პაციენტები საერთო პოპულაციასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაღალი  რისკის ქვეშ არიან

ზომიერი

COVID-19-ის რისკის მიხედვით, აუტოიმუნური და ანთებითი რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ვაქცინაცია  პრიორიტეტულია, ვიდრე მსგავსი ასაკისა და სქესის  ზოგადი პოპულაცია

ზომიერი

აუტოიმუნური და ანთებითი რევმატული დაავადების მქონე პაციენტებისათვის COVID-19 ვაქცინის კომპონენტებზე ალერგიის გარდა, არ არის ცნობილი  სხვა წინააღმდეგ ჩვენება ვაქცინაციისთვის

 

ზომიერი

აუტოიმუნური და ანთებითი რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის რომლებიც არიან იმუნომოდულატორულ თერაპიაზე , COVID-19 ვაქცინაციაზე მოსალოდნელი პასუხი მთლიან პოპულაციასთან შედარებით  არის შესუსტებული სიძლიერით და ხანგრძლივობით

ზომიერი

არსებობს რევმატული დაავადების გამწვავების ან დაავადების გაუარესების თეორიული რისკი COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ.

თუმცა, COVID-19 ვაქცინაციის სარგებელი რევმატული დაავადების მქონე  პაციენტებისთვის აღემატება პოტენციურ რისკს

ზომიერი

 

ცხრილი N2

რეკომენდაციები COVID-19 ვაქცინის პირველადი და დამატებითი დოზირების შესახებ RMD პაციენტებში*

RMD და AIIRD პაციენტებმა უნდა მიიღონ COVID-19 ვაქცინაცია, ასაკობრივი შეზღუდვის შესაბამისად

 

ზომიერი

RMD = რევმატული და კუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტები რომლებიც იმყოფებიან იმუნომოდულატორულ თერაპიაზე უნდა აიცრან მსგავსად როგორც AIIRD=აუტოიმუნური, ანთებითი რევმატული დაავადებების მქონე პაციენტები .

ზომიერი

აუტოიმუნური, ანთებითი რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს  mRNA ვაქცინა მეტად,  ვიდრე ერთი დოზა  J&J ვაქცინა , არ არის  კონკრეტული რეკომენდაცია mRNA ვაქცინებიდან  რომელი არის უმჯობესი

ზომიერი

მრავალდოზიანი ვაქცინისთვის (მაგ. Pfizer ან Moderna mRNA ვაქცინების სერია), რევმატული დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ   ვაქცინის მეორე დოზა, მაშინაც კი, თუ იყო არასერიოზული გვერდითი მოვლენა

პირველი დოზის მიღების შემდეგ, იმ დროის მონაკვეთში როგორც  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  გაიდლაინშია აღნიშნული.

ძლიერი

აუტოიმუნური  და  ანთებითი რევმატული დაავადების მქონე  პაციენტებისთვის მყოფი  იმუნოსუპრესიულ ან  იმუნომოდულატორული თერაპიაზე , ჩაიტარებული სრული  ვაქცინაციიის -  mRNA ვაქცინა 2  დოზა  ან  1-დოზა  J&J

ვაქცინა, დამატებითი (booster)  დოზა რეკომენდებულია არა უგვიანეს 28 დღის გასვლის შემდეგ .

ეს არ ვრცელდება პაციენტებზე რომლებიც იტარებენ ჰიდროქსიქლოროქინის მონოთერაპიას.

ზომიერი

პაციენტებმა, რომლებმაც ჩაიტარეს mRNA 2- სრული დოზა ან  1-დოზა  J&J COVID-19

ვაქცინა, დამატებითი (booster) COVID ვაქცინის დოზა რეკომენდებულია  Pfizer ან  Moderna.

ზომიერი

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა არ უნდა დანიშნოს რუტინულად   COVID-19-ის  და არც პოსტვაქცინაციის იმუნიტეტის  შესაფასებლად ლაბორატორიული ტესტირება (მაგ. ანტისხეულების ტესტები IgM და/ან IgG-ზე

სპაიკებთან ან ნუკლეოკაპსიდურ პროტეინებთან).

ძლიერი

ვაქცინაციის მიუხედავად , ყველა რევმატული დაავადების მქონე პაციენტმა უნდა გააგრძელოს აცრის მიუხედავად ფიზიკურ დისტანციის  და სხვა პრევენციული ზომების დაცვა.

ძლიერი

 აუტოიმუნური და ანთებითი რევმატული დაავადებების მქონე  პაციენტებს, რომლებსაც მაღალი რისკი აქვთ COVID ვირუსის მძიმე  განვითარების უნდა მიიღონ მონოკლონური ანტისხეულების თერაპია - პრეპარატ  REGEN-COV როგორც პრევენცია თუ შესაძლებელია .  (მაგალითად როგორც შემდგომი პროფილაქტიკა

ასიმპტომური ან ვირუსის    ბოლოდროინდელი ექსპოზიციის შემდგომ) ან როგორც მკურნალობა ახლად დაავადებული  პაციენტებისთვის.

 

ზომიერი

ოჯახის წევრები და სხვა ხშირი, ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები უნდა იყვნენ ვაქცინირებულები,  რათა დაიცვან რევმატული დაავადების მქონე პაციენტები .

ზომიერი

 თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს კარგად კონტროლირებად  აუტოიმუნური  და  ანთებითი რევმატული დაავადებისას , გარდა იმ პაციენტების სიცოცხლისთვის საშიში გართულებით (მაგალითად, ვინც  მკურნალობს  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რაიმე მიზეზით) . COVID-ის ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს  როგორც კი შესაძლებელი იქნება დაავადების აქტივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით

 

 

ძლიერი-ზომიერი

RMD = რევმატული და კუნთოვანი დაავადება;

AIIRD=  აუტოიმუნური  და  ანთებითი რევმატული დაავადება;

 

რევმატული დაავადებების მქონე  პაციენტებში Covid-19  ვაქცინაციის დროის, მენეჯმენტის და მკურნალობის ცვლილების შესახებ ინსტრუქცია

 

აბატაცეპტი IV

 ვაქცინაციის დრო რეკომენდებულია  ერთი კვირით ადრე

ინტრავენური აბატაცეპტის შემდეგი დოზის მიღებამდე

ზომიერი

აბატაცეპტი კანქვეშ

  COVID-ის ვაქცინის ყოველი დოზის შემდეგ გამოტოვეთ ერთი ან ორი დოზა

 (დაავადების აქტივობის გათვალისწინებით)

 

ზომიერი

აცეტამინოფენი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

თუ დაავადება სტაბილურად მიმდინარეობს , შეაჩერეთ ვაქცინაციამდე 24 საათით ადრე.

ვაქცინაციის შემდგომ არანაირი შეზღუდვა არ არის

ზომიერი

Belimumab SQ/ბელიმუმაბი

გააჩერეთ ერთიდან ორ კვირამდე COVID-ის ვაქცინის ყოველი დოზის შემდეგ (როგორც დაავადების აქტივობა გვაძლევს საშუალებას)

 

ზომიერი

TNFi, IL-6R, IL-1R, IL-17, IL12/23, IL-23,

და სხვა ციტოკინის ინჰიბიტორები

სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია კონსესუსს საჭიროა თუ არა დროებით  მოხდეს მედიკამენტის შეჩერება

ზომიერი

ციკლოფოსფამიდი IV

 ინტრავენური ციკლოფოსფამიდის გადასხმა შეიძლება ჩატარდეს ვაქცინაციიდან  1 კვირის შემდეგ.

ზომიერი

ჰიდროქსიქლოროქინი

დანიშნულება არ იცვლება  იმუნომოდულატორულთერაპიისას

ან ვაქცინაციის დროს

 

ძლიერი

რიტუქსიმაბი ან სხვა ანტი-CD20 B უჯრედებზე მოქმედი პრეპარატი.

განიხილეთ მედიკამენტის დოზირებისა და ვაქცინაციის ოპტიმალური დრო რევმატოლოგთან

ზომიერი

ყველა სხვა ჩვეულებრივი და მიზანმიმართული

იმუნომოდულატორული ან

იმუნოსუპრესიული მედიკამენტები გარდა

ზემოთ ჩამოთვლილისა

გააჩერეთ ერთიდან ორ კვირამდე (როგორც დაავადების აქტივობა იძლევა საშუალებას)

COVID-ის ვაქცინის ყოველი დოზის შემდეგ

 

ზომიერი

 IL-6R = სარილუმაბი; ტოცილიზუმაბი; IL-1R = ანაკინრა, კანაკინუმაბი; IL-17 = იქსეკიზუმაბი,

სეკუკინუმაბი; IL-12/23 = უსტეკინუმაბი; IL-23 = გუსელკუმაბი, რიზანკიზუმაბი; JAKi = ბარიციტინიბი, ტოფაციტინიბი, უპადაციტინიბი

წყარო :  https://www.rheumatology.org/Portals/0/Files/COVID-19-Vaccine-Clinical-Guidance-Rheumatic-Diseases-Summary.pdf